დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოში დიგიტალური ჰუმანიტარიის, განსაკუთრებით კი ქართველოლოგიის თვისებრივად ახალი ფორმის - დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარება და ხელშეწყობა. ატარებს ვორკშოფს თემაზე „კორპუსლინგვისტური კვლევის მეთოდები“
ვორკშოფი მიზნად ისახავს კვლევის დიგიტალური მეთოდების შესწავლას, კერძოდ კვლევაში კორპუსლინგვისტური მეთოდების გამოყენებას. ვორკშოფის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზებს, ქართული ენის ეროვნული კორპუსის არქიტექტონიკას, საძიებო სისტემას და კვლევის პროცესში კორპუსის ეფექტურად გამოყენების წესებს. ლექციებს ჩაატარებენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა (გერმანია) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და ახალგაზრდა მეცნიერები.
ჩატარების დრო: 29-30 მაისი, 2021 წელი
მონაწილეთა რაოდენობა: 40 მონაწილე
ვორკშოფის ჩატარების ფორმა: ელექტრონული
მონაწილეობა უფასოა!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://adh.ge/
რეგისტაციისთვის:
https://adh.ge/%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/